აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:19, 19.10.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 5 191 პაციენტს შეადგენს.

უწყების ცნობით, აჭარაში მკურნალობას გადის: კოვიდკლინიკებში – 640 პაციენტი, 20 არასრულწლოვანი, 30 ორსული, რეანიმაციაში მოთავსებულია – 79 პაციენტი, თავისუფალი საწოლები არის 36, კოვიდსასტუმროებში იმყოფება 1003 ადამიანი, მათგან 82 არასრულწლოვანი.

აჭარაში ბინაზე იმყოფება 1 500-ზე მეტი პირი, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 69 წლის მამაკაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და 70 წლის ქალი, რომელიც კლინიკა „მედინაში“ გადიოდა მკურნალობის კურსს.

მსგავსი