აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევიდან ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მეორე კი, კლინიკა „მედცენტრში“ დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მძიმე თანმხლებ დაავადებებს.

„87 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 8 ოქტომბერს, გარდაიცვალა 14 ოქტომბერს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. 

65 წლის კაცი კლინიკაში “მედცენტრი” შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 9 ოქტომბერს, გარდაიცვალა 14 ოქტომბერს. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი. შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, ქრ. ლიმფოციტური ლეიკემია“, – ნათქვამია განცხადებაში.