აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში გარდაცვლილ პაციენტებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევიდან ექვსი აჭარაში დაფიქსირდა.

მათგან სამი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, ერთი – კლინიკა „მედცენტრში“, ერთი – სამედიცინო ცენტრში, ერთი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 66 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 30 ოქტომბერს შეიყვანეს. პაციენტის ანამნეზის თანახმად, მას აღენიშნებოდა: მწვავე პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავდება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი.

კლინიკა „მედცენტრში“ 83 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი 3 ოქტომბერს მოთავსდა. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში 83 წლის ქალი 28 ოქტომბრიდან მკურნალობდა. მისი დიაგნოზია „კოვიდ-19“, პირველადი ჰიპერტენზია.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 78 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელმაც კლინიკას 28 ოქტომბერს მიმართა. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ესენციური ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 78 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა: პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციურლი, დისტრეს სინდრომი, ესენციური ჰიპერტენზია, თირკმლის მწ. უკმარისობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაცვლილი პაციენტი 76 წლის ქალია, რომლის დიაგნოზია: „კოვიდ-19“, პნევმონია, ვენური უმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, ინსულინდამოკიდებლი, სიმსუქნე, გულის უკმარისობა.

ამავე ჰოსპიტალში გარდაცვლილი მესამე პაციენტი 84 წლის კოვიდინფიცირებული ქალია, რომელიც კლინიკაში 26 ოქტომბერს მოთავსდა. მის ანამნეზში ნათქვამია, რომ პაციენტს „კოვიდ-19“-თან ერთად, აღენიშნებიდა: პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ესენციური ჰიპერტენზია, გულის მწვავე უკმარისობა.