აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 388 პაციენტი.

ინფიცირების აქტიური შემთხვევები რეგიონში 4 170 – მდე შემცირდა. მათ შორის 741 კლინიკებში, 927 კოვიდსასტუმროებში, 2 502 პაციენტი კი ბინაზე მკურნალობს.

133 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 42 მართვით სუნთქვაზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

კლინიკები დღეს 87-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

საერთო ჯამში აჭარაში „კოვიდ-19“ 27 925-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.