აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

13:43, 15.12.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონში 263 დადასტურდა.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 467 ინფიცირებული და კლინიკა დატოვა -125-მა პაციენტმა.

დღემდე აჭარაში კოონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 26 322 პაციენტი.

– კრიტიკულად ფასდება 43 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 778 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 1 268; ონლაინ კლინიკაში კი დარეგისტრირებულია 2 916 ინფიცირებული.

მსგავსი