აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდსიტუაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდსიტუაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 429 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით 6 274 აქტიური შემთხვევაა, აქედან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას განაგრძობს 942 ინფიცირებული.

საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1 122, თვითიზოლაციაში – 16 379 ადამიანი.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გარდაიცვალა ხუთი პირი.

აქედან, 78 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში – 72 წლის ქალი და 62 წლის მამაკაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში კი, 64 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალნენ.

სულ რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსისგან 14 323 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი, 41 კი გარდაიცვალა.