აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებული კოვიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებული კოვიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებული კოვიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 131 პირი გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული გარდაიცვალა. აჭარაში გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი „მედცენტრში“ დაფიქსირდა. გარდაცვლილია ორი ქალი და ერთი მამაკაცი.

„77 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი. თანხმლები:შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, ინსულინ დამოკიდებული, გულის უკმარისობა, თირკმლის ქრ. უკმარისობა.

77 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფისისი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანხმლები: გულის იშემიური დაავადება.

81 წლის კაცი, კლინიკა „მედცენტრი“. დიაგნოზი: კოვიდ19, თავის ტვინის ინფარქტი დაუზუსტებელი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი. თანხმლები: გულის ქრ.უკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა, ესენციური ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტის შედეგები“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის უწყებაში.

აჭარაში ამ დროისთვის 2 700-ზე მეტი ინფიცირებულია, კლინიკებში მკურნალობას გადის 590 პაციენტი, მათ შორის 19 არასრულწლოვანი და 28 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 29.

კოვიდსასტუმროებში 885 პირია, მათ შორის არასრულწლოვანი – 62. ბინაზე აჭარაში 1 300-ზე მეტი პირი მკურნალობს, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 852 პაციენტი.