აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა.

გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები. გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 12 ოქტომბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, ქრ. გასტრიტი, კონვერსიული აშლილობა
ასევე, რესპუბლიკური საავდმყოფოში გარდაიცვალა 66 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 20 ოქტომბერს, გარდაიცვალა 24 ოქტომბერს.
დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, დიალეზ დამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი. მესამე პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 72 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 14 ოქტომბერს, გარდაიცვალა 24 ოქტომბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.