აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ 26-ე პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი 70 წლის იყო. მათივე ინფორმაციით, პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„70 წლის მამაკაცი ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეიყვანა 17 სექტემბერს 16:30 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადამ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90 პროცენტის დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.