აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ მიმართვიანობა შემცირდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ მიმართვიანობა შემცირდა

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ მიმართვიანობა შემცირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დილით ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით კლინიკებს მხოლოდ 16-მა პაციენტმა მიაკითხა. ყველა მათგანს აუღეს ანალიზი და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ლაბორატორიებში ბოლო დღეებში ძირითადად მიზნობრივი, ანუ რისკჯგუფში შემავალი პროფესიების ადამიანებს, საკარანტინო ზონების თანამშრომლებს და ასევე იმ პირებს უტარებენ ტესტებს, ვისაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურა.