აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ შვიდ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ შვიდ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აჭარაში, გარდაცვლილია შვიდი ინფიცირებული. ოთხი შემთხვევა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 54-დან 90 წლამდეა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ასეთია.

„90 წლის ქალი-ბათუმის სამედიცინო ცენტრი-გარდაცვალების დრო – 20.10.2020 – 11:10 საათი; პნევმონია – COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი. 62 წლის ქალი-ბათუმის სამედიცინო ცენტრი-გარდაცვალების დრო – 20.10.2020 – 09:15 საათი; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი). 75 წლის კაცი-ბათუმის სამედიცინო ცენტრი-გარდაცვალების დრო – 20.10.2020 – 06:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია – COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია. 81 წლის კაცი-ბათუმის სამედიცინო ცენტრი-გარდაცვალების დრო – 20.10.2020 – 22:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია – COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია. 78 წლის-რესპუბლიკური საავადმყოფო’ გარდაცვალების დრო – 20.10.2020; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; 73 წლის ქალი- რესპუბლიკური საავადმყოფო- გარდაცვალები დრო 20.10.20 02:00; ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, პნევმონია; რესპირატორული დისტრეს სინდრომი; მენინგიომა; პოლინეიროპათია. 54 წლის კაცი- რესპუბლიკური საავადმყოფო-დიაგნოზი -კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება’ კლინიკაში შევიდა: 07.10.2020/23:55. გარდაიცვალა: 20.10.2020/00:30“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.