აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს დაუდასტურდა. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამინისტრო ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის პერიოდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძე ბინაზე მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.