აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა, ტესტი საზღვრის კვეთის დროსაც ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა, ტესტი საზღვრის კვეთის დროსაც ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმის „რედისონში“ კორონავირუსი დაუდასტურდა, საზღვრის კვეთისთანავე ჩაუტარდა პისიარტესტი და პირველი პასუხი იყო უარყოფითი, რის შემდეგაც იგი დაბინავდა სასტუმროში.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მხოლოდ სამი დღის შემდეგ, გეგმური ტესტირების შედეგად დაუდგინდა.

„ყველა საქმიანი ადამიანი შემოდის ქვეყანაში და მათ უტარდებათ ტესტი ყოველ 72 საათში. ამ შემთხვევაშიც უცხოეთის მოქალაქეს საზღვრის გადმოკვეთისთანავე ჩაუტარდა პისიარტესტი, პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა სამი დღის შემდეგ ჩატარებული განმეორებითი ტესტის შემდეგ დაუდასტურდა ვირუსი, რის შემდეგაც გადაყვანილია ერთ-ერთ კოვიდცენტრში. კონტაქტში მყოფი ყველა პირი არის კონტროლზე. ჯერჯერობით არც ერთ მათგანს ვირუსი არ უდასტურდება. სასტუმროში დაცულია ყველა წესი და იქ დასვენება არის სრულიად უსაფრთხო“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, „რედისონში“ არ არის საკარანტინო ზონა, შესაბამისად, პირი კარანტინში არ იმყოფებოდა.