აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე სულ 1700-ზე მეტი პაციენტია გამოკვლეული
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე სულ 1700-ზე მეტი პაციენტია გამოკვლეული

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის დადასტურების პირველი შემთხვევიდან დღემდე, გამოკვლეულია 1700-ზე მეტი პირი. მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 64-ს, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. კორონავირუსით ბათუმში გარდაცვლილია ერთი პაციენტი, 73 წლის ქალი.

ამასთან, როგორც ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ინფიცირებულთაგან ორი უცხოეთის მოქალაქე იყო და მათ საქართველო სპეცრეისით დატოვეს.

„14 პაციენტი გადაყვანილია ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში. 34 პაციენტი კი მკურნალობას განაგრძობს კლინიკა „მედალფაში“,- განცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.