აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ახალი ტერმინალი ეკოლოგიურ პრობლემებს არ შექმნის
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ახალი ტერმინალი ეკოლოგიურ პრობლემებს არ შექმნის

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი ეკოლოგიურ პრობლემებს არ შექმნის, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მე ვიმყოფებოდი არა ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე და ექსპერტებისგან მივიღე პასუხი შეკითხვებზე, რომელიც ტერმინალთან დაკავშირებით შეიძლებოდა გამჩენოდა, როგორც რიგით მოქალაქეს და მინისტრს. ექსპერტები ცალსახად ამბობენ, რომ კარბამიდი არის უსაფრთხო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სხვა ნივთიერებებიც უნდა დასაწყობდეს, ეს სიმართლეს არ შეეფერება, საუბარია მხოლოდ კარბამიდზე და ვინც ელემენტარული ქიმია იცის, ისიც უნდა იცოდეს, რომ კარბამიდთან სხვა ნივთიერებების დასაწყობება არ შეიძლება”,-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ აქცია იყოს მართული და ტერმინალთან იკვეთებოდეს რუსული ინტერესი, მინისტრი პასუხობს, რომ ვერაფერს იტყვის მტკიცებით ფორმაში, თუმცა მისი აზრით, საეჭვოდ ემთხვევა ლუგანის ლაბორატორიის პარალელურად ბათუმში ტერმინალის საწინააღმდეგო პროპაგანდა.

ბათუმში მოქალაქეთა ჯგუფი პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.