აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

21:21, 21.03.2020

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით დაავადებული მესამე ადამიანის ევროპის ერთ-ერთი ქალაქიდან დაბრუნდა.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, მესამე შემთხვევაც არის იმპორტირებული შემთხვევა, პაციენტი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა.

„პირდაპირ აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, გუშინ დაუფიქსირდა სიცხე და გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში სხვა პირებთან მას შეხება არ ჰქონია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის განცხადებით, სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს საღამოს კი საეჭვო სიმპტომებით კიდევ ორი პირია შეყვანილი. მათი ანალიზების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

800-ზე მეტი მოქალაქეა აჭარაში საკარანტინო ზონაში 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში.

მსგავსი