აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა
აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა

აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა. მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს წარადგინა.

„მაია ხაჯიშვილს გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა განათლების სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ასევე, მას ბოლო წლებში უმაღლეს საბჭოში მუშაობის გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ დრომდე მაია ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან განათლების სამინისტროში იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. გარდა ამისა, ამავე უწყებაში შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.