აჭარაში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკჯგუფის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად დროულად მიმართონ კლინიკებს.

„სამინისტრო აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ ოჯახის ექიმებს. ვაქცინაცია 15-წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისთვის უფასოა“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.