აჭარაში წითელას გავრცელების შემთხვევებმა შესაძლოა, ბოლო ათი წლის მონაცემებს გადააჭარბოს
აჭარაში წითელას გავრცელების შემთხვევებმა შესაძლოა, ბოლო ათი წლის მონაცემებს გადააჭარბოს

აჭარაში ბოლო მონაცემებით, წითელას 182 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი, 196 შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვარაუდობენ, რომ წლევანდელი მონაცემი ამ რიცხვს გადააჭარბებს.

„შემთხვევათა 20 პროცენტი ერთ წლამდე ბავშვებზე მოდის, 50 პროცენტი კი 16 წელს ზემოთ მოსახლეობაზე. მომართვიანობა გაზრდილია სამედიცინო დაწესებულებებში და ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, უფრო ყურადღებით იყვნენ. დროულად გადაამოწმონ, არიან თუ არა აცრილი მათი შვილები. ამასთან, მოსახლეობას დროული აცრისკენ მოვუწოდებთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ კუთხით როგორც საბავშვო ბაღებთან, ასევე სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან“, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში წითელას გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა 2004-2005 წლებში დაფიქსირდა. დაავადებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 11 ათასს გადააჭარბა.