აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

11:33, 01.08.2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის რაიონ სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე უაქციზო სიგარეტის (ჯამში 9 020 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1552 მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ნ.ც.-ს ჩამოერთვა საქონელი.

საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

მსგავსი