აჭარაში თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი თურქეთში დაუდასტურდა
აჭარაში თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი თურქეთში დაუდასტურდა

აჭარაში თურქეთიდან დღეს საქართველოს ერთი ინფიცირებული მოქალაქე გადმოიყვანეს. მას კორონავირუსი თურქეთში დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ მოათავსეს. ეს აჭარაში დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის უკვე მეშვიდე ახალი შემთხვევაა.

კლინიკა „მედალფა“ დატოვა დედა-შვილმა, რომლებსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდათ. ისინი ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, ვინაიდან არ არიან აჭარის მკვიდრები და ტრანსპორტირება მათი სურვილით მოხდა.

ამასთან, აჭარაში დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პირი ასევე თბილისშია გადაყვანილი. ამდენად, თურქეთიდან გადმოყვანილი ინფიცირებულის ჩათვლით ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ სულ 19 ინფიცირებულია. მათგან მართვით სუნთქვაზე რჩება ერთი, სხვების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.