აჭარაში ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო
აჭარაში ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

აჭარაში ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნამდე ერთი დღით ადრე, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრებიან.

პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პოპულარიზაციის მიზნით, საწყის ეტაპზე ვაქცინას ცნობადი სახეები გაიკეთებენ, ივლისიდან კი რეგიონში დღიურად 2 500-მდე ადამიანი უნდა აიცრას.

„მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. დღეისათვის აჭარაში ყოველდღიურად 800-მდე პირი იცრება. ეს რიცხვი ივლისიდან 2 500-მდე უნდა გაიზარდოს. სამედიცინო ცენტრების პარალელურად, რეგიონში ამოქმედდება ვაქცინაციის სპეციალური სივრცეებიც“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.