აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა
აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა

აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 1 200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა. პროგრამა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას რეგიონში.

2021-2022 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ყველა იმ სტუდენტს, ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2021 წელს გათვალისწინებული იყო 900 სტუდენტის დაფინანსება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 1 400 000 ლარამდე, ხოლო 2022 წელს დაგეგმილი ბიუჯეტი 1 500 000 ლარით განისაზღვრა.

2012 წლიდან დღემდე სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა დასაფინანსებლად რვა მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.