აჭარაში, სოფელ სალიბაურში მკვლელობა მოხდა
აჭარაში, სოფელ სალიბაურში მკვლელობა მოხდა

აჭარაში, სოფელ სალიბაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლულია შუახნის ქალი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.