აჭარაში შვიდი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

11:17, 18.01.2021

აჭარაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი 33 62-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, 41-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

დღეისთვის კლინიკაში მკურნალობს 280 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 253, ონლაინ კლინიკაში კი, 621 პირი.

კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე შვიდი პაციენტი რჩება.

მსგავსი