აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.