აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგება
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგება

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან აღდგება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.