აჭარაში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო
აჭარაში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო

მთიან აჭარაში სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო. ხულოში დახმარება 1604 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს გადაეცემა, მათ შორის არიან: ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვულ პირები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის ჩართულობით, ხულოში მოხალისეთა ჯგუფები გადამზადდა, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იყოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები.

სურსათის დარიგების პროცესში მოხალისეებთან ერთად ჩართულია ხულოს მერიც.

სასურსათო კალათების დარიგება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის კოორდინაცია