აჭარაში სახელმწიფო და საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა
აჭარაში სახელმწიფო და საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

აჭარაში განახლდა როგორც სახელმწიფო, ასევე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში მიმდინარე პროექტები მოინახულა.

თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე კერძო საინვესტიციო პროექტის „ალიანს ფრივილიჯის“ მშენებლობის პროცესიც მოინახულა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიების მხრიდან დაცული იქნას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტები და რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში ოპერირებადი დეველოპერული კომპანიები გამოთქვამენ მზაობას, დაიცვან ყველა არსებული რეკომენდაცია და პროექტები დადგენილ ვადებში დაასრულონ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 მაისიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.