აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში 320 ადამიანი გადამზადდება
აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში 320 ადამიანი გადამზადდება

აჭარაში სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება მიმდინარეობს.

სასტუმრო სექტორში უსაფრთხოების ტრენინგი 27 მარტს დაიწყო და ეტაპობრივად, აჭარაში მოქმედი 80-მდე განთავსების ობიექტის 320 ადამიანის გადამზადებას ითვალისწინებს.

დღეს სასტუმროს წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც შეხვდა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ინიციატივა. ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარაში დაიწყო გადამზადება ტოპ-მენეჯერების, მათ შორის ტექნიკური პერსონალის, რათა ამ მიმართულებით იყოს მეტი ჩართულობა, მეტი მომზადება, მეტი პრევენცია. აჭარის მთავრობა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა მოხდეს დროული გადამზადება. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ის ხელს შეუწყობს სერვისების განვითარებას, იქნება მეტი ჩართულობა ჩვენი თანამშრომლების და მეტი მომზადება რათა ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. მსგავსი პროექტები ტურისტულ რეგიონში ხელს შეუწყობს როგორც სერვისების განვითარებას, ისე უსაფრთხოების გაზრდას“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ტრენინგი ჩატარდება 16 ჯგუფისთვის და მასში ჩართულნი იქნებიან როგორც სასტუმროს მენეჯერები, ისე ტექნიკური მენეჯერები და თანამშრომლები. ტრენინგების თემატიკა მოიცავს შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების, რისკფაქტორების, საგანგებო სიტუაციების მართვის და მათი შეფასების საკითხებს. სასტუმროს მენეჯერებისა და პერსონალის გადამზადება ერთდღიან ტრენინგს მოიცავს. 4-დღიანი თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსები ჩაუტარდებათ განთავსების ობიექტების ტექნიკური პერსონალს.