აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მა ადამიანმა დატოვა

12:52, 30.03.2020

აჭარაში საკარანტინო სივრცე უკვე 300-მა ადამიანმა დატოვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინში დღეისთვის რჩება 2000 პირი, თვითიზოლაციაში კი 200.

რაც შეეხება ინფიცირებულ პირებს, რამდენიმე დღეა, მონაცემი არ შეცვლილა. კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობას განაგრძობს შვიდი პირი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი მართვით სუნთქვაზეა, ხოლო კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა.

დღეს ბათუმში დამატებით კიდევ ხუთი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი ინფექციურში კარანტინიდან გადაიყვანეს.

მსგავსი