აჭარაში რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

მათივე ინფორმაციით, აჭარის რეგიონში რვა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ამ დროისთვის რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 310 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 285, ონლაინკლინიკაში – 631.