აჭარაში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია ფუძნდება
აჭარაში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია ფუძნდება

აჭარაში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია ფუძნდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს, 11:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება. პრეზენტაციას პარტიის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.