აჭარაში პოლიციის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა
აჭარაში პოლიციის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1969 წელს დაბადებული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

„პოლიციის თანამშრომელს „კოვიდ-19“ პირველ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

გარდაცვლილი „კოვიდ-19“-ის რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.