აჭარაში პოლიციის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

12:16, 14.09.2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შსს-ს ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, სამივე პოლიციელი კლინიკაში მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი