აჭარაში „პისიარ“ ტესტირებისთვის განლაგებულ კარვებს 2 სექტემბერს 1 494-მა მოქალაქემ მიმართა 
აჭარაში „პისიარ“ ტესტირებისთვის განლაგებულ კარვებს 2 სექტემბერს 1 494-მა მოქალაქემ მიმართა 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტირებისთვის განლაგებულ კარვებს 2 სექტემბერს 1 494-მა მოქალაქემ მიმართა.

მათ შორის, ბათუმში „პისიარ“ ტესტირება 1 443-მა მოქალაქეს ჩაუტარდა, ხოლო 51-ს ქობულეთში.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლიკლინიკებს მიმართა 642-მა ადამიანმა, ღია კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და ღამის კლუბებში ტესტირება ჩაუტარდა 79 თანამშრომელს, ხოლო სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ 924 ნიმუში აიღეს.

მათივე ინფორმაციით, კარვებში პირველ სექტემბერს აღებული 600 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა ჯერ არ დასრულებულა.

დატოვე კომენტარი