აჭარაში პანდემიის პერიოდში ინვესტორებისთვის დაწესებული ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვს თვემდე გაიზარდა
აჭარაში პანდემიის პერიოდში ინვესტორებისთვის დაწესებული ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვს თვემდე გაიზარდა

აჭარაში პანდემიის პერიოდში ინვესტორებისთვის დაწესებული ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვს თვემდე გაიზარდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ათავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ცვლილება ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

„ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ ვადების გადახედვას მოვახდენთ და აქ არც სანქციების და არც დაჯარიმების მექანიზმი აღარ გავრცელდება კომპანიებზე, რომლებიც ცნობილი მოვლენების გამო დაზარალდნენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საშეღავათო პერიოდით ყველა საინვესტიციო ვალდებულება გადაიწევს კიდევ ორი თვით და ამ პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობა კომპანიებს არ ჩაეთვლებად დარღვევად.

გარდა ამისა, ინვესტორებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან პირობით შეძენილი ქონების განკარგვის ვალდებულებები 50 პროცენტით აქვს შესრულებული, საბანკო გარანტიების რაოდენობა შეუმცირდებათ.