აჭარაში მოქმედი 40-ზე მეტი საკარანტინო ზონა 6 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა
აჭარაში მოქმედი 40-ზე მეტი საკარანტინო ზონა 6 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მოქმედი 40-ზე მეტი საკარანტინო ზონა უკვე 6 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა.

დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა 4200-ზე მეტმა მოქალაქემ. ამ დროისთვის კარანტინში რჩება 1707 პირი.

„ბოლო პერიოდში საკარანტინო ზონებში, ძირითადად, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. ამავე სივრცეებში იმყოფება ასევე ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული პირების ნაწილიც. გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილსაც რეაბილიტაციის პროცესის გასავლელად სწორედ საკარანტინო ზონებში ათავსებენ“, – აცხადებენ სამინისტროში.