აჭარაში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან, 111-ის მდგომარეობა კრიტიკულია

12:02, 09.11.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 800-ს გადააჭარბა, ხოლო 111 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 212 პაციენტიადან რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 49 პაციენტი, მათგან 19 მართვით სუნთქვაზეა. ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 197.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში კორონავირუსით 10 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი