აჭარაში კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, სარიტუალო დარბაზების ნაწილი დაჯარიმდა, ნაწილი კი დაილუქა
აჭარაში კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, სარიტუალო დარბაზების ნაწილი დაჯარიმდა, ნაწილი კი დაილუქა

ბათუმში სარიტუალო დარბაზების ​ნაწილი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დაუმორჩილებლობის გამო, დაჯარიმდა, ხოლო რამდენიმე დარბაზი გუშინდელი ჯარიმის შემდეგ მუშაობის განახლების გამო, დაილუქა. ამასთან, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით რამდენიმე დარბაზმა მუშაობა შეაჩერა.

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ბათუმში დაჯარიმდა ხუთი იურიდიული და სამი ფიზიკური პირი.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა ოთხი სარიტუალო დარბაზი და რესტორანი, დაილუქა ასევე ერთი ობიექტი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.