აჭარაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 102 წლის ქალმა გაიკეთა
აჭარაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 102 წლის ქალმა გაიკეთა

აჭარაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 102 წლის ქალმა ჩაიტარა. ემინე ჯორბენაძემ „ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

„ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს, ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ“, – აღნიშნა ემინე ჯორბენაძემ აცრის შემდეგ.

უხუცესი ქალბატონი მოუწოდებს ასაკოვნებს, არ შეშინდნენ და ჩაიტარონ აცრა, რადგან, მისი თქმით, გადარჩენის ერთადერთი მთავარი საშუალება ვაქცინაციაა.

​აჭარაში 100 წლის და 100 წელს გადაცილებული 64 მოქალაქე ცხოვრობს.