აჭარაში კორონავირუსზე გასულ ღამეს 70 პირი გამოიკვლიეს, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა

11:34, 08.06.2020

აჭარაში კორონავირუსზე გასულ ღამეს 70 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

დღეს საღამოს ცნობილი გახდება იმ 21 პაციენტის ტესტების პასუხებიც, რომლებმაც რესპირატორული ჩივილებით ცხელების კლინიკებს დღეს მიმართეს.

აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. ინფიცირების შემთხვევა რეგიონში 30 აპრილის შემდეგ არ გამოვლენილა.

მსგავსი