აჭარაში კორონავირუსზე 100-მდე პირი გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია 
აჭარაში კორონავირუსზე 100-მდე პირი გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია 

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინ ლაბორატორიაში 100-მდე პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბათუმში რვა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. მათ უკვე დატოვეს კლინიკა „მედალფა“, სადაც დღეის მდგომარეობით 30 ინფიცირებული რჩება. მათგან ერთი პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

კორონავირუსისგან აჭარაში სულ 24 პირი გამოჯანმრთელდა.