აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

​აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი მედიკოსი გარდაიცვალა.

56 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ის ქობულეთის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი იყო.

კლინიკაში ექიმის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილით დაფიქსირდა. გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა კლინიკაში ამბობენ, რომ ერთი თვეა, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რადგან შესვლისთანავე აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება.

აჭარაში კორონავირუსით სულ ხუთი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი