აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 49 ბავშვი, 14 კი ორსულია
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 49 ბავშვი, 14 კი ორსულია

აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, გარდაცვლილები არიან 65 და 75 წლის მამაკაცები, რომლებიც ერთი კვირის წინ შეიყვანეს კლინიკაში, მათ აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა მძიმე თანმხლები დაავადებები.

მათივე ინფორმაციით, დღეს აჭარის რვა კლინიკაში 492 პაციენტი მკურნალობს, მათგან 49 ბავშვია, 14 კი ორსული, კოვიდკლინიკებში იმყოფება 998 პირი, მათგან 77 არასრულწლოვანია. 600-მდე გაიზარდა იმ ინფიცირებულთა რაოდენობა, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

გამოჯანმრთელდა სულ 55 პირი, 17 გაეწერა კლინიკიდან, 38-მა კი დატოვა კოვიდსასტუმრო.