აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 102-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 102-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 102-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 92 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 49 პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, მათგან 21 კი მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.

რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გუშინდელთან შედარებით შემცირდა და კორონავირუსი 461 ადამიანს გამოუვლინდა, გამოჯანმრთელდა 289 ინფიცირებული.

საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ით აჭარაში 10 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 ადამიანი, გარდაიცვალა 34 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 57 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 42 572 გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.