აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 657 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, 80-ის მდგომარეობა მძიმეა
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 657 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, 80-ის მდგომარეობა მძიმეა

აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ დღეებთან შედარებით შემცირდა. 26 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონში სულ 4000-მდე ინფიცირებულია, მათ შორის 657 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 23 პირი.

გამოჯანმრთელდა 186 პაციენტი. სულ აჭარაში „კოვიდ-19“ 6 810-მა მოქალაქემ დაამარცხა.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 68 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 14 ოქტომბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

მეორე გარდაცვლილი პაციენტი, 86 წლის ქალი კლინიკაში შევიდა 21 ოქტომბერს, დიაგნოზი: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი იშემიური ინსულტი“,- ნათქვამია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფორმაციაში.