აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

11:20, 09.12.2020

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 456 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად რეგიონის კლინიკებში 980 პაციენტი მკურნალობს,კოვიდ სასტუმროში – 1 684, ონლაინ რეჟიმში ბინაზე კი – 3 227 ინფიცირებული.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. უწყების ცნობით, კლინიკებიდან დღეს 118 გამოჯანმრთელებული გაეწერა. ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 10 441 პირი.

სულ აჭარაში „კოვიდ-19“ დაამარცხა 23 480-მა პაციენტმა.

მსგავსი