აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 319 ადამიანი.
ამასთან, კლინიკა დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 56-მა ადამიანმა.
სამინისტროს ცნობით, 717 პაციენტი მკურნალობას გადის კლინიკებში, „კოვიდ“-სასტუმროში იმყოფება 735 ადამიანი, ხოლო ონლაინკლინიკაშია 2 292 ადამიანი.