აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 286 პაციენტი.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ნარჩუნდება ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია. შედეგად შემცირდა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა. დღეისთვის კლინიკებში მკურნალობს 524 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 562, ბინაზე კი 1 678 პირი.

საერთო ჯამში, აჭარაში ვირუსისგან უკვე 30 170 ადამიანი გამოჯანმრთელდა.